Перейти к публикации

Рекомендованные сообщения

რამდენად ხშირად არის საჭირო ნიადაგის განაყოფიერება?

კანაფში სასუქების დამატების რიგი ესეთია: პირველი მიცემა სასიცოცხლო ციკლის  მეხუთე კვირიდან, შესაბამისად ორ კვირაში ერთხელ.

რა არის N-P-K?

N-P-K - ეს არის სამი მცენარისთვის აუციებელი ნივთიერებების პროპორციები: აზოტი, ფოსფორი, კალიუმი.

N - აზოტი (Nitrogen)

როგორც უშუალოდ სასუქების რაოდენობის ორიენტირი (N-P-K) არის აზოტი. 3 კგ აზოტი 1 კგ მშრალ ნიადაგზე - ეს არის ზედა ზღვარი.


აზოტი ხელს უწყობს მცენარეს სწრდაფ ზრდაში და საბოლოო შედეგის გაზრდას - ეს ყველაზე ეფექტური საშუალებაა, რაც მებაღისთვის არის ხელმისაწვდომი. აზოტის დამატება ხელს უწყობს კანაფის სწრაფ ზრდას უფრო მეტად, ვიდრე სხვა მცენარეებს. ამიტომ, ვეგეტატიურ სტადიაზე მცენარეები უნდა იღებდნენ აზოტს დიდი რაოდენობით, ამისთვის გამოიყენება სასუქების ნაზავები შეფარდებით N:P:K დაახლოებით 29:10:10 ან 17:10:12 შუალედში


აზოტის დიდი რაოდენობა ნიადაგში ხელს უწყობს ფოთლების ერთმანეთისაგან დაშორებას ღეროზე. ეს მომენტი უნდა გაითვალისწინოთ თქვენი გროუ ბოქსის სიმაღლის მიხედვით.

შარდი აზოტის შესანიშნავი წყაროა, მაგრამ ის ზედმეტად კონცენტრირებულია და ყოველთვის უნდა შეერიოს წყალს.


P – ფოსფორი (Phosphorus)

კანაფს ყველაზე მეტი ფოსფორი სჭირდება ყვავილობის და თესლის განვითარების ეტაპზე. აზოტის მაღალი კონცენტრაცია უნდა შენარჩუნდეს ყვავილობის პერიოდის დაწყებამდე (ვეგეტატიური სტადია) რის შემდეგაც გასვლა ხდება სასუქების ამ თანაფარდობაზე N:P:K  5:20:10 ან 10:19:12 შუალედებში.

K - კალიუმი (Potassium)

კალიუმი გამოიყენება ძლიერი ღეროებისთვის და სხვადასხვა დაავადებების წინააღმდეგობის გაწევისთვის.

სხვა სასარგებლო ნივთიერებები, მიკროელემენტები.

მაგნიუმი (Mg). ქლოროფილს აქვს იგივე სტრუქტურა რაც ჰემოგლობინს ჩვენ სისხლში, გარდა იმისა, რომ ის შეიცავს მაგნიუმის ატომს რკინის ატომის ნაცვლად. ქლოროფილი ფოტოსინთეზის მთავარი ელემენტია.

გოგირდი (S). გოგირდი არის მნიშვნელოვანი ელემენტი ამინომჟავების სტრუქტურაში და ცილების პროტეინებში. აუცილებელია მცენარის ნორმალური სუნთქვისთვის და ხელს უწყობს შაქრისა და სხვა ელემენტების მეტაბოლიზმში.

კალციუმი (Ca). არის აუცილებელი, კო-ენიზმი ცხიმოვანი მჟავების წარმოქმნისთვის, უჯრედის მემბრანისთვის,  ქოროკინეზისა და უჯრედების გაყოფის ნორმალური მიტოზისათვის. კალციუმის დეფიციტი ამცირებს მცენარის ზრდას. მჟავე ნიადაგები ამ დეფიციტის რისკს ზრდის..


წყალში სასუქების დამატების რაოდენობა დამოკიდებულია მცენარისა და ქოთნის ზომებზე და ნიადაგის საერთი მდგომარეობაზე. სასუქები უნდა გააზავოთ სარწყავ წყალთან. აუცილებლად დარწმუნდით იმაში რომ სასუქები ბოლომდეა შერეული წყალთან კანაფის ამ ნაზავით მორწყვამდე. თუ ზედმეტი სასუქის მიცემა მოგიხდებათ, შეიძება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოთ მცენარეს. გახსოვდეთ რომ მწირ ნიადაგში უფრო კარგად იზრდება მცენარე, ვიდრე ზედმეტად დასასუქებულ ნიადაგში! ორგანიკული სასუქები ნაკლებადაა კონცენტრირებული და ჩვეულებრივ, მათი გამოყენება უფრო უსაფრთხოა.

ზოგიერთი ბრენდის სასუქები შეესაბამება კანაფის გაშენებას. ნივთიერებების თანაფარდობა მითითებულია ფრჩხილებში.

ვეგეტაციის ეტაპზე:

Etisso Pflanzen Vital (N:P:K - 7.1/3.1/4.2 + მიკროელემენტები)

Pokon ficus (N:P:K - 7:3:5 + მიკროელემენტები)

Pokon უნივერსალური (N:P:K - 6:3:6)

Greenworld უნივერსალური  (N:P:K -  7:3:6)

Унифлор РОСТ (N:P:K - 70:26:70 + მიკროელემენტები)

Кемира Гидро (N:P:K - 6,4:11:31 + მიკროელემენტები)

Кемира Комби (N:P:K - 14:11:25 + მიკროელემენტები)

Кемира Люкс (N:P:K - 16:20,6:27,1 + მიკროელემენტები)

Geniral Hidroponics MaxiGrow (N:P:K - 10:5:14 + მიკროელემენტები)

Акварин Юниор (N-19%; P2O5–6%; K2O-20%; MgO-1,5%; S-1,4%)

Акварин Супер (N-18%; P2O5–18%; K2O-18%; MgO-2%; S-1,5%)

Сад Чудес ГИАЦИНТ (N:P:K - 9:3:5 + მიკროელემენტები)

Сад чудес РАДУГА (N:P:K - 10:10:10)
 

ყვავილობის ეტაპზე:

Etisso kakteen (N:P:K - 2,3:7,5:7 + მიკროელემენტები)

Etisso Bluten, (N:P:K - 3,8:7,6:7,5 + მიკროელემენტები)

Pokon cactus (N:P:K - 4:8:6 + მიკროელემენტები)

GreenWorld «Кактус» (N:P:K - 3:5:7)

Унифлор Бутон (N:P:K - 47:32:88 + მიკროელემენტები)

АКВАРИН-Плод (N-12%; P2O5–12%; K2O-35%; MgO-1%; S-0,7%)

Сад Чудес «Идеал» (N:P:K - 5:10:10)

Pokon citrus (N:P:K - 5:7:7 + მიკროელემენტები)

«Тропик» для суккулентов (N:P:K - 4:3:6 + 8 მიკროელემენტები)


საუკეთესო ვარიანტი კანაფისთვის არის General Hydroponics-ის ფლორას სერია. ეს სასუქი სამ კომპონენტიანია. მოცემული სქემის დახმარებით თქვენ დამოუკიდებლად შეძლებთ ამ სასუქის გამოყენებას მცენარის განვითარების ყველა სტადიაზე:

 


 

Поделиться сообщением


Ссылка на сообщение
Поделиться на других сайтах
  • БЖГ pinned this тему

Создайте аккаунт или войдите в него для комментирования

Вы должны быть пользователем, чтобы оставить комментарий

Создать аккаунт

Зарегистрируйтесь для получения аккаунта. Это просто!

Зарегистрировать аккаунт

Войти

Уже зарегистрированы? Войдите здесь.

Войти сейчас
×
×
  • Создать...