Перейти к публикации

გროუ-ბოქსი - დახურულ სივრცეში მოყვანა


Рекомендованные сообщения

 

box-plants (1).jpg

 

დახურულ გრუნტში (ანუ შენობაში - გროუ-ბოქსში) კანაფი იზრება უფრო ძლიერი ვიდრე გარეთ.

მოყვანისთვის კარადის (გროუ ბოქსის) გასაკეთებლად საჭიროა განათბისა და ვენტილაციის სისტემა, ტემპერატურისა და ჰაერის ტენიანობის საზომები. გროუ-ბოქსი უნდა იყოს შუქისგან იზოლირებული და უნდა ჰქონდეს შიდა კედლის ამრეკლავი დაფარვა (თეთრი გლუვი საღებავი ან ფოლგა).

ერთი მცენარის მინიმალური ფართობია 30x30 და 40 სმ სიმაღლით.

ერთი მცენარის ნორმალური ფართობია: 50 x50 სმ და 150 სმ სიმაღლე

გროუ-ბოქსის მაგალითი. სიმაღლე: 150 სმ სიგანე 75სმ სიღრმე:72სმ (ნატრიუმის ნათურა):
 

ყუთების განათება.

განათების გაანგარიშება

ქვემოთ მოცემულია ლამპარის სიმძლავრის ერთეულებისა და ბოქსის ფართობის დამოკდიებულება (რეკომენდირებული). ეს მონაცემები პირობითია, რადგან კონკრეტული ნათურის გამოყენების შესაძლებლობა დამოკიდებულია სავენტილაციო სისტემაზე.

MH/Sodium - 100w : 30х30 სმ
MH/Sodium - 150w : 45х45 სმ
MH/Sodium - 250w : 61х61 სმ
MH/Sodium
- 400w : 91х91 სმ
MH/Sodium - 600w : 107х107 სმ
MH/Sodium - 1000w : 122х122 სმ

რაც უფრო დიდ სინათლეს იღებს მცენარე, მით უფრო სწრაფად იზრდება. ლამპები უნდა მოთავსდეს რაც შეიძლება ახლოს მცენარის თავებთან, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ეხებოდნენ (დამწვრობის თავიდან ასაცილებლად). ლამპების დამაგრება აუცილებელია მოხდეს ისე, რომ შეიძლებოდეს მათი სიმაღლის რეგულირება მცენარის ზრდასთან ერთად.

ვეგეტაციური სტადიისთვის საუკეთესო ნათურებია მეტალო-ჰალოგენური (MH) (ცისფერი სპექტრის უმეტესი ნაწილით), ყვავილობის დროს საუკეთესო ნათურებია - Sodium იგივე HPs (სპექტრის ყვითელი-წითელი ნაწილის უპირატესობით).


(MH) მეტალო-ჰალოგენური ნათურები

600w MH Grow Lamp


მეტალო-ჰალოგენური ნათურები, არიან ნათურები რომლებიც უპირატესად სპექტრის ლურჯ ნაწილს ასხივებს - საუკეთესოა ვეგეტაციური სტადიისთვის - ლურჯი სპექტრი ვეგის დასაწყისში მდედრი მცენარეების წარმოქმნის შანს ზრდის. ნათურის მუშაობისთვის საჭიროა დამატებითი აღჭურვილობა - ბალასტი (კონტროლის ბალასტი) და IZU (Impulse Charger) - ელექტროენერგიის მიწოდებასთან ერთად, ნათურა იკრებს გარკვეულ ძალას, რომ სრული დატვირთვით იმუშავოს. ლამპები ფართოდ გამოიყენება სარეკლამო ბანერების გასანათებლად, გამოფენის დარბაზების, სპორტული ობიექტების, შენობების განათებისა და ასევე ზამთრის ბაღებში და ორანჟირეებში.

Sodium (HPs) - ის მაღალი წნევის ნატრიუმის ნათურები (High Presure Sodium)

image.png


ნათურის სწორედ ამ ტიპს იყენებენ გროვორები მთელ მსოფლიოში. Sodium ლამპას უნდა ჰქონდეს კარგი რეფლექტორი, ბოქსის კედლებს უნდა ქონდეს შუქის ამრეკველი ზედაპირი. ასეთი ლამპების სპექტრი ყვეთელ-წითელ მხარესაა გადაწეული, რაც ძალიან კარგია ყვავილების განვითარებისთვის.

ნატრიუმის ნათურები ხილული გამოსხივების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური წყაროა: მათ შეუძლიათ ყველაზე დიდი სინათლის გამომუშავება აირმმუხტავი ლამპებს შორის და სინათლის ნაკადის უმნიშვნელო შემცირება ხანგრძლივი გამოყენების დროს. გამოყენების სფეროები: ურბანული განათება, მაღალსიჩქარიანი გზატკეცილების განათება, დანადგარები და ფართო ღია სივრცეები, გვირაბების განათება და მიწისქვეშა გადასასვლელები, არქიტექტურული განათება, წარმოებისა და შენახვის ობიექტების განათება.

ხშირად უკეთსი განათებისთვის ამ ნათურებს ზედა მხარეს უმაგრებენ რეფლექტორს (ამრეკლ დაფას), რკალისებურს ან რომბისებრს. ამ დროს განათბის 60%-ზე მეტი, რომელიც იკარგება ზედა მხარეს გაბნევის დროს, ირეკლება ქვემოთ, მცენარის მიმართულებით.

MH/HPs ნათურების შეერთება

სწორად დააკავშირეთ ნათურა, შეამოწმეთ იზოლაცია და ფაზების დამთხვევა, გამოიყენეთ ხარისხიანი კომპექქტი და ხაზები. ნათურის დამონტაჟებისას, შეამოწმეთ ცხიმიანი ლაქების და ჭუჭყის არსებობა ნათურზე, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ნათურა გასკდეს.

მეორე ერთეული ლამპის შეძენის შემდეგ არის გამშვებ-მარეგულირებელი აპარატი, იგივე დროსელი. ორიმაგი გადაკვრითი დროსელის გამოყენება მოძველებულია, რეკომენდირებულია ერთ კავშირიანი დროსელი. მეორე აგრეგატი ნათურის ასანთებად არის იგნიტორი (იმპულსური ანთების მოწყობილობა).

ნათურის სრული კომპლექტი ასე გამოიყურება: ნათურა, დროსელი, იგნიტორი, კარტრიჯი, კაბელები. ეს ყველაფერი უახლოეს სამშენებლო ბაზარზე ან ნათურების მაღაზიებში იქნება, მთლიანი სისტემა დაახლოებით 100 ლარამდე დაჯდება.

ამ განათების მთლიან სისტემას პროჟექტორის სისტემასაც უწოდებენ, თუ თვენ გეზარებათ სკუთარი ხელით სისტემის აწყობა, მაშინ სეგიძლიათ უბრალოდ იყიდოთ მტლიანი პროჟექტორი, რომელშიც დამონტაჟებულია სრული აწყობილი სისტემა.

ამ სისტემით თქვენ შეგიძლიათ ჩართოდ როგორც მეტალო-ჰალოგენური, აგრეთვე Sodium-ის ნათურაც, შესაბამისად თუ თქვენ მცენარის გასაზრდელად გადაწყვეტთ ორივე ნათურის (MH/HPs) სისტემის გამოყენებას, მაშინ თქვენ უბრალოდ ვეგეტაციის პერიოდში დააყენებთ MH ნათურას, და ყვავილობის დროს შეცვლით HPs ნათურით, ცალ-ცალკე სისტემის გაკეთბა არ იქნება საჭირო.


თვითონ ნათურები აინთება 3-5 წუთის განმავლობაში, ისინი აღწევენ სრულ სიმძლიერეს 2-10 წუთის შემდეგ ანთებიდან. ამ დროს გამშვებ ძაბვას შეუძლია გადააჭარბოს ნომინალურ მაჩვენებელს ორჯერ. (30-90 % დამოკიდებულია ნათურის გახურებაზე). ნათურის სამუშაო სიმძლავრეა 250W 3-5A. ნუ შეხედავთ ნათურებს მოქმედების დროს, შესაძლებელია დაგიზიანდეთ თვალის ბადურა (ფოტო-ოფთალმია).

რეფლექტორი (ამრეკლი)

რეფლექტორის მიზანი არის სინათლის არეკვლა (რომელიც არ არის მიმართული მცენარეთა მიმართ) და მცენარეთა განათება თითქმის ორჯერ გაზრდის. ნათურა ძალიან ცხელია მუშაობისას ( 400 ° C) და რეფლექტორული ტემპერატურა შეიძლება ასი გრადუსამდე მიაღწიოს (თუნდაც გაგრილებით), ამიტომ რეფლექტორი დამზადებულია ლითონისგან. ლითონის ფურცელის გამოყენებაც შეიძლება, შიდა (ამრეკლავ) ზედაპირს აპრიალებენ ან ფარავენ თეთრი სითბოს მდგრადი საღებავის რამდენიმე ფენით, რაც იძლევა არეკვლას თითქმის ისევე როგორც გაპრიალებულ ალუმინი. საღებავი უნდა იყოს გლუვი და არა პრიალა.

smallpic.jpg


იმისათვის, რომ შუქი მივუახლოვოთ მცენარეს, მაგრამ თავაკების დაწვის ასარიდებლად ქვედა რეფლექტორი იფარება მინით, ამასთან მნიშვნელოვანია, ცხელი ჰაერგამტარის დამონტაჟება ვენტილატორთან. გადინების ხვრელები მზადდება ნათურის საპირისპირო ბოლოებში, ერთგვაროვანი გაგრილებისთვის. ჰაერის შემოდინებისთვის ხვრელი უნდა იყოს უფრო დიდი ვიდრე გადინების. ვინტელატორი ჩართლი უნდა იყოს მუდმივად სანამ ნათურა მუშაობს. სავენტილაციო სისტემა და განათება უმჯობესია თუ ერთი ჩართვის სისტემაზე იქნება დაერთებული, კარგია ტაიმერების გამოყენება, რომლებიც სისტემას ერთიანად რთავს.

!!! გაითვალისწინეთ, რომ ნათურები ძალიან ცხელდება, და სიფრთხილე უნდა მაქსიმალურად დაიცვათ. ნათურებთან ახლოს არ იყოს კაბელები, აგრეთვე ეცადეთ რომ ნათურები არ ეხებოდეს რაიმე ზედაპირს რაც შიძლება დაიწვას, ან უფრო მეტიც, აალდეს. კაბელები და იზოლაცია კარგად შეამოწმეთ რათა არ მოხდეს მოკლე ჩართვები. აგრეთვე, HPs და MH ნათურები თავისი მუშაობის ბოლოს გადაწვამდე შეიძლება გასკდეს, ამიტომ უმჯობესი იქნება თუ ნათურა მოთავსებული იქნება პროჟექტორის მსგავს ბუდეში, რომელიც წინიდან შუშით იქნება დაფარული !!!

LED Full Spectrum ნათურები


image.png

გროვერების დიდი ნაწილი საკუთარი ბაღისთვის იყენებს სწორედ მძლავრ LED ნათურებს. ეს ნათურები ასხივებენ სრული სპექტრით, როგორც ლურჯ, ასევე წითელ სპექტრსაც ერთდროულად, დამატებით, ზოგიერთი სპეციალური LED ნათურა ულტრაიისფერ სპექტრსაც კი ასხივებს. ეს ნათურები სპეციალურად მზადდება მცენარეების გასაზრდელად მთელი საჭირო აპარატურითა და გაგრილებით, მისი ყიდვა შეგიძლიათ როგორც განათბის სპეციალურ მაღაზიებში, აგრეთვე ონლაინ მაღაზიებშიც. საუკეთსო ბრენდის ნათურები საკმაოდ ძვირიც კი ჯდება (200$-ის ზევით).

Поделиться сообщением


Ссылка на сообщение
Поделиться на других сайтах
  • 1 month later...

ლედ განათებაზე ვრცელი სტატია დაწერეთ რა 

Поделиться сообщением


Ссылка на сообщение
Поделиться на других сайтах
  • БЖГ pinned this тему

Создайте аккаунт или войдите в него для комментирования

Вы должны быть пользователем, чтобы оставить комментарий

Создать аккаунт

Зарегистрируйтесь для получения аккаунта. Это просто!

Зарегистрировать аккаунт

Войти

Уже зарегистрированы? Войдите здесь.

Войти сейчас
×
×
  • Создать...